„ასე შეგვაშინა...“ - როგორია მარიამ კოხრეიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ჰყვება დანტესი
1771014875
რატი ბრეგაძემ და ჰაიდი გრაუმ საქართველოსა და შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრმა შვეიცარიის ელჩს იუსტიციის სამინისტროს განვითარების ათწლიანი სტრატეგია გააცნო. ჰაიდი გრაუგან საკუთრებით დაინტერესდა მომსახურების სფეროში დაგეგმილი რეფორმებით, მათ შორის, ისეთი ნოვაციებით, როგორიცაა: მობილური იუსტიციის სახლი, პერსონალური ასისტენტი, პრობბოქსი, ციფრული უნივერსიტეტი, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა და სხვა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი და შვეიცარიის ელჩი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.