ის პოლიტიკური ნაგავი, რაც თქვენი თაოსნობით 2004-2012 წლებში დაგროვდა, კარგა ხანია გავიტანეთ და თავიდან ვეღარ შემოგვასაღებთ - ზურაბ ქადაგიძე 

ზურაბ ქადაგიძე

ერთადერთი და საინტერესო, რასაც კეზერაშვილი წარმოადგენს, არის მისი ფულადი რესურსი, რომელიც ჯერ ქართული ბიზნესის რეკეტით, შემდეგ ქართველი ჯარისკაცების ძარცვით და ბოლოს ევროპელი პენსიონერების დანაზოგების მითვისებით დააგროვა - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, 2004-2012 კეზერაშვილი იყო  სააკაშვილის ხელის ბიჭი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ბიზნეს-რეკეტსა და ნაც-სისტემის ჩამოყალიბებაში.

„ოპერაცია-"ოლიგარქ კეზერაშვილის გადასარჩენად"! ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის ვრცელი წერილი, ამერიკელების მხრიდან კეზერაშვილის გადასარჩენად ძალიან საინტერესო და დასაფიქრებელია...
რაში ესაჭიროება საერთაშორისო დამნაშავე კეზერაშვილი ამერიკულ ლობს და რას აძლევს ეს ერთი შეხედვით თაღლითი პერსონა "ძლიერთა ამა ქვეყნისათა"?

ერთადერთი და საინტერესო, რასაც კეზერაშვილი წარმოადგენს, არის მისი ფულადი რესურსი, რომელიც ჯერ ქართული ბიზნესის რეკეტით, შემდეგ ქართველი ჯარისკაცების ძარცვით და ბოლოს ევროპელი პენსიონერების დანაზოგების მითვისებით დააგროვა...

თუმცა...

ამერიკული გამოთქმისა არ იყოს-" ის ნაძირალაა, მაგრამ ჩვენი ნაძირალაა.."
ჰო და ნაძირალა, რომელიც ფინანსებს გამოუყოფს პარტიებს, მედია-პლატფორმებს და ათასი რჯულის რადიკალს, რომ საქართველოში მოხდეს რადიკალიზაცია და პროცესების საბოტირება, გათავისუფლდება წარსულში ჩადენილი დანაშაულებებისაგან.

დიახ, საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმდინარეობს "ჰიბრიდული ომი", სადაც ამერიკული ლობი, ევროპელი დეპუტატები კუბილიუსის დაჯგუფებიდან, უკრაინის ხელისუფლება ღიად მოქმედებს საგარეო ფლანგზე, ხოლო საქართველოში მათ დასაყრდენს წარმოადგენს,  დაშლილ-დაქუცმაცებული რადიკალები. აგენტები, რომლებიც ნებისმიერ ქვეყნის საწინააღმდეგო საქმეს ჩაიდენენ მფარველების საკეთილდღეოდ...

ქართველ რადიკალებს ესაჭიროებათ ფინანსური რესურსი, განსაკუთრებით ისეთი გამოცდილი ნაც-ჩინოვნიკისაგან,  ვისთანაც ასოცირდება რევოლუციური მთავრობა...ასეთი კი გახლავთ კეზერაშვილი!

პასუხი კითხვაზე: რაში ესაჭიროებათ კეზერაშვილი, გაცემულია- მისი ფინანსები და წარსული...

2004-2012 წლებში ეს ბატონი იყო სააკაშვილის ხელის ბიჭი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ბიზნეს-რეკეტსა და ნაც-სისტემის ჩამოყალიბებაში. ეს სისტემა კი მთლიანად დამყარებული იყო საგარეო ლობიზმზე!

ახლა ყველაზე კარგი დროა ვალების დაბრუნების. კეზერაშვილი საქართველოში პროცესების რადიკალიზაციას დააფინანსებს, ხოლო პირადად "გაირეცხება" სამართლებრივად...
ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა არავის მოუგია!

პატივცემულო ლობისტებო! ის პოლიტიკური ნაგავი, რაც თქვენი თაოსნობით 2004-2012 წლებში დაგროვდა, კარგა ხანია გავიტანეთ და თავიდან ვეღარ შემოგვასაღებთ...“, - წერს ქადაგიძე facebook - ზე.