ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის ბრიფინგზე: არ შეიძლება შენი სახელმწიფოს სუვერენიტეტი ასე დაახურდავებინო გარედან ნებისმიერ ძალას

ქადაგიშვილი

არ შეიძლება შენი სახელმწიფოს სუვერენიტეტი ასე დაახურდავებინო გარედან ნებისმიერ ძალას, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა ოპოზიციის ბრიფინგს. კერძოდ, საუბარია გამოცემა Prime Time-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ბრიუსელიდან ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს და ოპოზიციის წარმომადგენელმა ბრიფინგზე წაიკითხა.

„შენ იმიტომ ხარ დამოუკიდებელი სახელმწიფო, იმიტომ ხარ პოლიტიკური პარტია, თუ პოლიტიკური მოღვაწე, რომ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედო და არა გარედან მოცემული ტექსტებით ილაპარაკო“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.