ილია თოფურია მიმართვას ავრცელებს
1781454605
შეხვედრა გავმართეთ ჩვენს კოლეგებთან, ჯანდაცვის კომიტეტთან, განათლების კომიტეტთან. მე პირადად მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა უშუალოდ ჩემ კოლეგასთან, რომელიც არის ხელმძღვანელი ქართულ-უნგრული მეგობრობის ჯგუფის, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა „ქრონიკასთან“ უნგრეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.
„მოგეხსენებათ, რომ უნგრეთი, ისევე როგორც საქართველო, არის ქვეყანა რომელიც პირველ რიგში აქცენტს აკეთებს მშვიდობაზე. ყველა მოლაპარაკებაზე, ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე უნგრეთი პირდაპირ იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის მადლობა გადავუხადეთ კოლეგებს დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება“, - აღნიშნა მან.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბუდაპეშტში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.
ილია თოფურია მიმართვას ავრცელებს
1781454605
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
1781502954