„გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი, ჩვენი მოსწავლეების დედა...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1783962245
ჯანსაღი დისკუსიები არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გუშინდელ დებატებში მონაწილეობდა 8 ადამიანი და 8-დან 7-მა გამოავლინა მაღალი კულტურა.
„გუშინ მთლიანობაში 8 მონაწილე ვიყავით დებატებში და 8-დან 7-მა გამოავლინა მაღალი კულტურა, რაც არის მნიშვნელოვანი არა მარტო იმისათვის, რომ ჯანსაღი ფორმით წარიმართოს დისკუსიები, არამედ იმისთვისაც, რომ ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში დეპოლარიზაციას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ჯანსაღი დისკუსიები არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები. გუშინ 8 მონაწილიდან 7 აქეთკენ იყო მიმართული. ეს ეხება როგორც პოლიტიკოსებს, ისე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. იყო ერთი ამოვარდნა, თუმცა საზოგადოებამ ეს ყველაფერი თავისი თვალით იხილა და საკუთარ შეფასებებს ამასთან დაკავშირებით გააკეთებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.