„გავბედნიერდი...“ - ქეთი ეგიდუნაშვილი გათხოვდა
1747511771
ირაკლი ღარიბაშვილთან განხილვების დროს გადავწყვიტეთ, რომ უწყებებს დაევალოთ, ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მისაყვანად, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.
„მივიღეთ ერთობლივი დადგენილება. დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაღრმაოთ კანონიერი ურთიერთობები ყველა მიმართულებით და ამ გზაზე წარმოქმნილი ყველა შესაძლო პრობლემა განვიხილოთ ურთიერთგაგების პრინციპით“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო და სომხეთი ყოველთვის იყვნენ სტრატეგიული მეგობრები, პარტნიორები და ეს რეალობა დღეს ოფიციალურად გაფორმდა.
იყავით ფრთხილად! - ბათუმში ქარიშხალი დაიწყო
1747513602
ქეთი ეგიდუნაშვილმა რჩეული გამოაჩინა
1747514753