„მოსალოდნელია თოვლი, ტემპერატურა -2°-მდე დაეცემა...“ - განახლებული ამინდის პროგნოზი
1765050276
ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ თბილისისა და ბრიუსელის ურთიერთობებზე ისაუბრა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვერ დაგმობს 4 ოქტომბერს მომხდარ მოვლენებს, რადგან ყველაფერი მათ მიერ გაწერილი დღის წესრიგით წარიმართა.
დეპუტატი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობასაც შეეხო და ამ საკითხში ქართული ოპოზიციის როლს გაუსვა ხაზი.
„რაც შეეხება იმას, თუ რას იზამს ევროკავშირი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პროგნოზის გაკეთება მარტივი არ არის. მაქსიმალურად ეცდებიან, რომ არეულობა გამოიწვიონ და რაც მეტ დისონანს შემოიტანს ქვეყანაში, ზუსტად იმ გადაწყვეტილებისკენ გადაიხრებიან. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ. კონკრეტული პირები რომ დასანქცირდნენ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ, მაღალი თანამდებობის პირები მზად ვართ, რომ დაგვასანქცირონ, ოღონდ შეეშვან ქართველ ხალხს. რაც ქართველ ხალხს მისცეს, უკან ნუ წაიღებენ“, - განაცხადა ჭეიშვილმა.