შეკვეთილი მკვლელობა თუ შურისძიება - სად და როგორ აიყვანეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი
1742326584
სრულ სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინას. იმედი მაქვს, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ, იმიტომ რომ ასეთ ქმედებებს შედეგი არ მოაქვს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის გარშემო შექმნილი სიტუაცია დიალოგის რეჟიმში გადავა.
„დღევანდელი მსოფლიო არის სხვა. მე-20 საუკუნისთვის დამახასიათებელი ქმედებები ანაქრონულია და ამ მიდგომებით მსოფლიო ვერ დაძლევს იმ გლობალურ საფრთხეებს, რომელიც არსებობს. ასე რომ, იმედს გამოვთქვამ, რომ ეს სიტუაცია გადავა დიალოგის ფორმატში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.