გურამ მაჭარაშვილი: არ გამიკვირდება თქვან, რომ საქართველოს ხელისუფლება ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბს თხრის, რომ რუსული იარაღი შემოიტანოს საქართველოშიო

მაჭარაშვილი

აშკარად ვხედავთ, რომ ეს ხალხი არის აგონიაში - „ნაცმოძრაობა“ თავისი ანასხლეტებით, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ თინა ხიდაშელის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილ დოკუმენტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, უსაფუძვლო ბრალდებები ხელისუფლების მიმართ იმისკენაა მიმართული, რომ როგორმე საქართველოში დესტაბილიზაცია მოახდინონ.

„აშკარად ვხედავთ, რომ ეს ხალხი არის აგონიაში - „ნაცმოძრაობა“ თავისი ანასხლეტებით. საქართველოში ხან „შავი ხვრელებია“, რაც არ დადასტურდა რამდენიმე წლის წინ, მოიგონეს. საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდება დააბრალეს ქვეყანას, ესეც არ დადასტურდა. მერე დააბრალეს, რომ რუსეთის სასარგებლოდ აქ [საქართველოში] რაღაც იარაღი ინახება თურმე, ესეც არ დადასტურდა.

არ გამიკვირდება თქვან, რომ საქართველოს ხელისუფლება ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბს თხრის, რომ რუსული იარაღი შემოიტანოს საქართველოშიო. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იქითკენაა მიმართული, რომ როგორმე საქართველოში დესტაბილიზაცია მოახდინონ“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

თინა ხიდაშელმა სახელმწიფო დეპარტამენტს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ირანულ კომპანიებს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, თუმცა დოკუმენტში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის.