ლაშა ბექაურის შეყვარებული საქორწილო კაბაში პოზირებს - ნახეთ, კადრები
1726512479
ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება და გამოხატულება იმ ფაშისტური პოლიტიკის და საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა და აგრძელებს თავისი ჩვეული მეთოდებით, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ, „ქართული ოცნების" წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
მან მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და მმართველი გუნდის სახელით, გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
„მინდა, ჩვენი გუნდის სახელით, გამოვხატო ღრმა მწუხარება და სამძიმარი ერმილე გიგიაძის ოჯახის და ახლობლების მისამართით“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
იმედის ინფორმაციით, წყალტუბოში, სოფელ გეგუთის მიკროშტაბში კარდაკარის მიმდინარეობისას ოპოზიციის აქტივისტი, როლანდ ნუცუბიძე „ქართული ოცნების“ წევრებს მიუვარდა და მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ურთიერთშელაპარაკების დროს ნუცუბიძემ მმართველი პარტიის წევრს, ერმილე გიგიაძეს რამდენჯერმე შეაგინა. გიგიაძე ნერვიულობის ნიადაგზე შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.