გიორგი ვოლსკი პეტერ ფიშერზე: იმ საკითხის განხილვა, რომ შეიძლება ელჩი გაძევებული იყოს, არარელევანტურია - ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ეს არის ერთადერთი სწორი, ოპტიმალური გადაწყვეტილება

ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მედიასთან აცხადებს, რომ პეტერ ფიშერის ქვეყნიდან გაძევება დაუშვებელია. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ქართული მხარე გერმანიასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება.

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ვითარების გამწვავება, ვინაიდან სცენარში სწორედ ეს უწერიათ იმათ [ევრობიუროკრატებს] რომ გამწვავდეს ვითარება, ახალი დაძაბულობის კერა შეიქმნას - დაპირისპირება გერმანიასა და საქართველოს შორის. იმ საკითხის განხილვა, რომ შეიძლება ელჩი გაძევებული იყოს, არარელევანტურია. კვლავაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ეს არის ერთადერთი სწორი, ოპტიმალური გადაწყვეტილება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

გერმანიიდან დაბრუნებული ელჩი ფიშერი კვლავ აქციაზე მივიდა და რადიკალურ დაჯგუფებას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

გერმანიამ პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის ოქტომბერში გაიწვია. ელჩი თბილისში 6 ნოემბერს დაბრუნდა.