გიორგი ვოლსკი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ტყუილი იმდენად უტიფარია, რომ შემაშფოთებელია... ამ ტყუილის უკან შემდგომი ნაბიჯებიც არის დაგეგმილი, რომლებიც საქართველოს კვლავ უქადის დესტაბილიზაციას

გია ვოლსკი

 უმრავლესობაში BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან და სიცრუეს უწოდებენ.

მათი შეფასებით, აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელება დაკავშირებულია, საქართველოში ჩავარდნილი არეულობის გამო, გარე აგენტურის მიერ ხელოვნურად აჟიოტაჟის შექმნის მცდელობასთან.

"ტყუილი იმდენად უტიფარია, რომ შემაშფოთებელია... ამ ტყუილის უკან კიდევ შემდგომი ნაბიჯები არის დაგეგმილი, რომლებიც საქართველოს, ისევე როგორც ადრე, უქადის დესტაბილიზაციას. ეს პროცესი გრძელდება. ასე რომ, ჩვენ მაგრად უნდა ვიდგეთ, სწორი პასუხები გავცეთ, პროაქტიურები ვიყოთ და რასაკვირველია, სიმართლე იქნება დადგენილი და დაზუსტებული", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.