გიორგი გამსახურდია სააკაშვილზე: იგივე ციხეში უნდა დაბრუნდეს, თვითონ როგორიც ჰქონდა, საკუთარ ტყავზე უნდა გამოაცდევინო, როგორც თვითონ ექცეოდა პატიმრებს და მათ ახლობლებს

გიორგი გამსახურდია

ზუსტად იგივე ციხეში უნდა დაბრუნდეს, თვითონ როგორიც ჰქონდა. არა დღევანდელში, რომელიც სანატორიუმს უფრო ჰგავს ვიდრე ციხეს, - წერს გიორგი გამსახურდია, მიხეილ სააკაშვილის შესახებ, რომელიც, პენიტენციური სამსახურის ცნობით, “ვივამედიდან” საპატიმროში დააბრუნეს.

მისივე განცხადებით, სააკაშვილმა ციხეში იმის მეასედი უნდა გამოცადოს საკუთარ ტყავზე, რაც გიორგი გამსახურდიას ძმამ, ცოტნე გამსახურდიამ გამოიარა. “ზუსტად იგივე ციხეში უნდა დაბრუნდეს, თვითონ როგორიც ჰქონდა. არა დღევანდელში, რომელიც სანატორიუმს უფრო ჰგავს ვიდრე ციხეს. ისიც ხშირად უნდა გაახსენო და საკუთარ ტყავზე გამოაცდევინო, თვითონ როგორც ექცეოდა პატიმრებს და მათ ახლობლებს. პირადად ცოტნეს მაგალითზე ვიტყოდი, რაც ცოტნემ გამოიარა, იმის მეასედი უნდა აჩვენო ამ არაკაცს და საკუთარი ქვეყნის გამყიდველს. P.S. ისე, მე თუ მკითხავთ, გაცილებით ადრე იყო გადასაყვანი ეს არარაობა.” - წერს გამსახურდია X-ზე.