1692302192
გია ვოლსკი: არ შეიძლება, ქვეყანაში ეუთო-ს სახელით ჩამოხვიდე და შენი მანდატი არ შეასრულო, საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ იყი მიღებული
ელინა ვალტონენმა ეუთო-ს მანდატი პრინციპულად დაარღვია, რადგან არ შეიძლება, ქვეყანაში ეუთო-ს სახელით ჩამოხვიდე და შენი მანდატი არ შეასრულო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ იყი მიღებული.
„საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ იყი მიღებული და ეუთო-ს მანდატით კავკასიის სახელმწიფოებისკენ გამომგზავრებულ ამ ადამიანს უკვე გეგმაში ჰქონდა და ინსტრუქციაც ჰქონდა მიღებული, თუ როგორ უნდა ემოქმედა. მან ეუთო-ს მანდატი პრინციპულად დაარღვია, რადგან არ შეიძლება, ქვეყანაში ეუთო-ს სახელით ჩამოხვიდე და შენი მანდატი არ შეასრულო. რასაკვირველია, როცა ჩამოდიხარ, საგარეო საქმეთა მინისტრად რჩები, მაგრამ საქმიანი მანდატის შეთავსება ოპიზიციის მხარდაჭერასთან არათუ ვენის კონვეციის დარღვევაა, არამედ იმ ინსტრუქციით მოქმედება, რასაც საქართველოში ექსტრემიზმის მხარდაჭერის განვითარება ჰქვია“, – განაცხდა გია ვოლსკიმ.











