დაბადების თვე და სიცოცხლის ხანგრძლივობა - რას ამბობს სტატისტიკა
1788631311
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე კომპოზიტორის, მუსიკოსისა და პედაგოგის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ვაჟა აზარაშვილი იყო არაერთი ცნობილი მუსიკალური კომპოზიციის ავტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი და თბილისის საპატიო მოქალაქე.
ბატონმა ვაჟამ თავისი ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედებით წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ კულტურაში.
სამძიმარს ვუცხადებ ვაჟა აზარაშვილის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და ქართულ საზოგადოებას“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.