1793992033
გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სალომე ზურაბიშვილს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტი გერმანელ კოლეგას ესაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.
საელჩოს ცნობით, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სალომე ზურაბიშვილს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ესაუბრა.
„მადლობელი ვარ თქვენი მკაფიო და ძლიერი პოზიციისთვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად. საქართველოს მოსახლეობამ ევროპის გზა აირჩია. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მის ევროპულ გზაზე, რაც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებასაც მოიცავს“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.
სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში ასევე დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.












