გაგრძელდება სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის იმპლემენტაცია, რის შედეგადაც საზოგადოებას სახელმწიფო სერვისები კიდევ უფრო მარტივად მიეწოდება - რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტში, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის  განხილვაზე,  2024 წლის გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, გაგრძელდება სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის იმპლემენტაცია.

"გაგრძელდება სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის იმპლემენტაცია და სახელმწიფო სერვისების გამცემ უწყებებში ახალი სტანდარტების დანერგვა, რის შედეგადაც საზოგადოებას სახელმწიფო სერვისები კიდევ უფრო მარტივად, ერთიანი სტანდარტით მიეწოდება", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.