ფაქტობრივად, არჩევნებთან დაკავშირებით „ტოპ ტვინები“ ვერანაირი ფაქტების მობილიზებას ვერ ახდენენ. მონდომებით ახორციელებენ მთლიანად საარჩევნო სისტემისა და შედეგების დისკრედიტაციას - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

ფაქტობრივად, არჩევნებთან დაკავშირებით „ტოპ ტვინები“ ვერანაირი ფაქტების მობილიზებას ვერ ახდენენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა რადიკალების მიერ არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრისას.

„ფაქტობრივად, არჩევნებთან დაკავშირებით „ტოპ ტვინები“ ვერანაირი ფაქტების მობილიზებას ვერ ახდენენ. მონდომებით ახორციელებენ მთლიანად საარჩევნო სისტემისა და შედეგების დისკრედიტაციას. ბუნებრივია, მათ შედეგი არ მოეწონათ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, აგებდნენ. თავისთავად ეს კარგად გაწერილი სქემაა, რომ თავიდანვე უნდა დაიწყონ ამ შედეგების გაპროტესტება და ამ ყველაფრისთვის ყველაფერს აკეთებდნენ“, - განაცხადა წილოსანმა.