ევროკავშირის კარები უნდა გაიღოს უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის, პროცესი დაწყებულია - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთში ვიზიტისას, უცხოურ მედიასთან რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულებაზე, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილის აზრით, ახლა ის მომენტია, როცა ევროკავშირმა კარი უნდა გაუღოს უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას:

„მსურს გამოვხატო ჩემი და მთელი ქართველი ერის აღფრთოვანება უკრაინის პრეზიდენტის მიმართ, რომელიც ადგილზეა და შესანიშნავ დიპლომატიურ კამპანიას უძღვება. ის ყველასთვის უნიკალური მაგალითია. ეს არის მომენტი, როცა ევროკავშირის კარები უნდა გაიღოს უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის, და ევროპელებიც ასე ფიქრობენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ დილით ჩვენ მიგვიღებენ სრულფასოვან წევრებად, მაგრამ ვფიქრობ რომ პროცესი დაწყებულია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ახლა უკვე ბრიუსკლეშია. ვრცელდება მისი და შარლ მიშელის ერთობლივი ფოტოც.