ევროკავშირის ელჩის პასუხი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე სრულიად ლოგიკური იყო - ვლადიმერ ბოჟაძე

vladimer bojadze

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შესახებ პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება.

„განცხადება, რომელიც ზურაბიშვილისგან მოდიოდა ემსახურებოდა ერთადერთს - საზოგადოებაზე მოხდეს გავლენა, თითქოს დასავლეთი მხარს უჭერს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს, ამ შემთხვევაში ოპოზიცია იგულისხმება და არ უჭერს მხარს ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის მისწრაფებას. აქედან გამომდინარე, ელჩის პასუხი იყო სრულიად ლოგიკური. 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის და „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ჩვენ ველოდებით ურთიერთობების ძალიან სერიოზულ გადატვირთვას როგორც ევროკავშირთან, ასევე ამერიკასთან“, - აცხადებს ბოჟაძე.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ ევროკავშირის ელჩი მხარს უჭერს ქარტიას, რომელიც დროებით მთავრობას და რიგგარეშე არჩევნებს ითვალისწინებს. ევროკავშირის საელჩომ კი ზურაბიშვილი ტყუილში ამხილა. „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ, საელჩოში განაცხადეს, რომ „ქართული არჩევნები სრულიად ქართველი ხალხის ხელშია. ევროკავშირი არ არის ჩართული საპარლამენტო არჩევნებში და არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს“.