„გავბედნიერდი...“ - ქეთი ეგიდუნაშვილი გათხოვდა
1747511771
საქართველოს პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, პირველად, ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო კონფერენცია გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლები ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, მონტენეგროდან, სერბეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან. იმსჯელებენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, შესაბამისი რეფორმების დღის წესრიგზე და ეროვნული პარლამენტების როლზე მოლაპარაკებების პროცესში.
„ეს არის საწყისი იმისა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პოლიტიკოსებთან უფრო გავაძლიეროთ კავშირი, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებთან, რომლებიც ევროინტეგრაციის პროცესში უშუალოდ არიან ჩართულები, რომ გაგვიზიარონ გამოცდილება, როგორ მუშაობს ევროინტეგრაციის კომიტეტები, რა არის პრიორიტეტულია საკითხები და რა გამოწვევები დგას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. რა თქმა უნდა ჩვენ გავუზიარებთ იმ ნაბიჯებს, რაც საქართველომ გადადგა ევროკავშირისკენ სწრაფვის პროცესში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.