ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტმა ე.წ. ლუგანსკის და ე.წ. დონეცკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

ოკუპაცია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა „განკარგულებებს ე.წ. დონეცკისა და ლუგანაკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარების თაობაზე“. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა ვიყოთ ჩართული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების მომავალში, გულწრფელად ვუსურვოთ ჩვენს ძმებს უსაფრთხო და მდგრად განვითარებას. დღეს მოვაწერე ხელი ბრძანებებს მათი დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მთელი აფხაზური საზოგადოება მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ბჟანიამ.