ლაშა ბექაურის შეყვარებული საქორწილო კაბაში პოზირებს - ნახეთ, კადრები
1726512479
„უფრო მეტად ეს არის პოლიტიკური და ჩანს, რომ არის სწორედ საქართველოს ფარგლებს გარედან შემოსული თანხებით, წინასაარჩევნო პროცესების ჭრილში, ოპოზიციის მხარდაჭერაა“,-განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაციის „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე საუბრისას.
მისი თქმით, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პროცესების დაფინანსება საზღვარგარეთიდან, საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია.
„ეს არის საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული. წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პროცესების დაფინანსება, არ შეიძლება ხდებოდეს საზღვარგარეთიდან. ყველა სხვა დანარჩენი მოცემულობა, „დემოკრატიის ფესტივალი“ იქნება 26 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი დემოკრატიულად მიიღებს თავის გადაწყვეტილებას“,-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ - „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავში დემოკრატიის სახელით ფესტივალი ჩაატარა, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს დაეთმო. ფესტივალის ორგანიზატორები, რომლებიც დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტიდან ფინანსდებიან, ოპოზიციის პიარით დაკავდნენ.