ეს ადამიანები ვერ გამოდიან ფანჩატურის კომპლექსისგან - რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე

რატი იონათამიშვილი

"ჩვენთვის არა აქვს მნიშვნელობა, იმ ადამიანების განცხადებებს, რომლებიც დღეგამოშვებით ცვლიან პოზიციებს და ამით, პირველ რიგში, უპასუხისმგებლობას უდასტურებენ საკუთარ ამომრჩევლებს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ალბათ, ეს არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე მათი ისედაც ძალიან მცირე მხარდაჭერა სულ უფრო ნულს ქვემოთ ეცემა. როგორც ჩანს, ეს ადამიანები ვერ გამოდიან ფანჩატურის კომპლექსისგან“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.