ერთადერთი რისკენაც ილტვის ხელისუფლება, ეს არის ქვეყნის სტაბილურობა - მიხეილ სარჯველაძე

mikheil sarjve;adze

"ერთადერთი რისკენაც ილტვის ხელისუფლება, ეს არის ქვეყნის სტაბილურობა, რომ არავის მიეცეს შესაძლებლობა დესტრუქციული ზრახვები სისრულეში მოიყვანოს", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

"ერთადერთი, რისკენაც ილტვის ხელისუფლება, ეს არის ქვეყნის სტაბილურობა, რომ არავის მიეცეს შესაძლებლობა დესტრუქციული ზრახვები სისრულეში მოიყვანოს, თუნდაც, ეს ქვეყნის ინტერესების დაკნინების ხარჯზე ხდებოდეს. ამის შესაძლებლობას ოპონენტებს არ მივცემთ, ეს იქნება პასუხი იმაზე, თუ რატომ ვთვლით, რომ ცალკეული საკითხები, საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება ეს თუ სხვა, განიხილებოდეს ამა თუ იმ კონკრეტულ დროს,"- განაცხადა სარჯველაძემ.