ერგნეთში გასაიდუმლოებული შეხვედრა ჩაინიშნა

ერგნეთი

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერგნეთში ე.წ ნეიტრალურ ზონაში მკაცრად გასაიდუმლოებული მორიგი შეხვედრა დაიგეგმა.

აღნიშნულ შეხვედრაზე სავარაუდოდ, უკანონო ტყვეების საკითხს განიხილავენ.

გავრცელებული ინფორმაციით დღევანდელ შეხვედრას ეუთოს წარმომადგენლები დაესწრებიან, რომლებიც რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებს პირისპირ აწარმოებენ.

ცნობისთვის ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს 6 მოქალაქე ამ დრომდე მათ ტყვეობაში რჩება. გატაცებულები შორის ერთი ყოფილი სამხედროა. 

გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

როგორც უწყებაში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, ერგნეთში მორიგი შეხვედრა მარტში გაიმართება.