კვიპროსში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1762971651
ჩვენი C130-ის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი, რომლითაც ჩვენი ქვედანაყოფი აზერბაიჯანში ყარაბაღში გამარჯვების ხუთი წლისთავის აღსანიშნავად გადაჰყავდათ, ჩვენს ქვეყანაში გამოფრენიდან მალევე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს, სიღნაღის რაიონში ჩამოვარდა. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ჩვენს გულებში არსებული ტკივილის აღწერა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა და გარდაცვლილთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ხელისუფლება უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფს ხელშეწყობას და დახმარებას, ანალოგიურად – აზერბაიჯანიც.
„ჩვენ საფუძვლიანად ვიძიებთ ამ ტრაგიკულ ინციდენტს, რომელმაც ღრმად დაამწუხრა ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები და ქართველი მეგობრები, ასევე მთელი ჩვენი ერი. საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესში უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფს ხელშეწყობას და დახმარებას. ანალოგიურად, ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები და დები უზრუნველყოფენ ყველა საჭირო მხარდაჭერას და დახმარებას. დაე, ჩემი ერი დარწმუნებული იყოს ამაში: თურქეთის რესპუბლიკის, ასევე საქართველოსა და აზერბაიჯანის ყველა რესურსი მობილიზებულია ჩვენი გმირებისთვის. ჩვენ უზრუნველვყოფთ დეტალური გამოძიების ჩატარებას და ინციდენტის ყველა ასპექტის გამოვლენას. განსაკუთრებით ვთხოვ ჩვენს ხალხს, იყოს ყურადღებით სიცრუესთან და დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მოგიწოდებთ, არ ენდოთ მათ, ვინც დაეშვა იმ დონემდე, რომ მსგავსი ინციდენტი სოციალურ ქსელებში ბინძურ პოლიტიკურ მიზნებში გამოიყენოს“, – წერს ერდოღანი სცოიალურ ქსელ X-ში.
ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.