ელენე ხოშტარია უკრაინის მხარდამჭერ აქციას აანონსებს

ელენე ხოშტარია

„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია  დღეს, 24 თებერვალს, 7 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველისკენ ცოცხალი ჯაჭვით უკრაინის მხარდამჭერ მსვლელობას აანონსებს.

მისი თქმით, ახლა იწერება ისტორია, მათ შორის ჩვენი.

"დღეს თანადგომის დროა. მთავრობა არაფერს არ იზამს. გავიდეთ და გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ახლა იწერება ისტორია, მათ შორის ჩვენი. დღეს 7-ზე რესბუბლიკის მოედანზე გავიდეთ და ჯაჭვით დავიძრათ რუსთაველზე". – წერს ხოშტარია.