ეკონომიკის სამინისტრო: მიმდინარე წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2-ჯერ გაიზარდა და 533.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

ეკონომიკის სამინისტრო

2025 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2-ჯერ გაიზარდა და 533.2 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა. იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 11.0%-ით გაიზარდა და 1,296.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

„ქვეყნების მიხედვით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია აშშ-დან (17.5% - 93.5 მლნ. აშშ დოლარი) განხორციელდა, შემდეგ მოდის ესპანეთი (13.5% – 72.1 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (13.1% - 70.0. მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (10.6% – 56.7 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა წყალმომარაგება, ნარჩენების მართვის; უძრავი ქონების; ტრანსპორტის; საფინანსო და სადაზღვევო და ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში.

2025 წლის სამ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში, სადაც ინვესტიციამ 317.2 მლნ. აშშ დოლარი, მთლიანი ინვესტიციის 24.5% შეადგინა. შემდეგ მოდის უძრავი ქონების სექტორი 165.1 მლნ. აშშ დოლარით, მთლიანი ინვესტიციების 12.7%-ით. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 144.5 მლნ. აშშ დოლარით, 11.1%-ით და მას მოსდევს ტრანსპორტის სექტორი 143.1 მლნ. აშშ დოლარით, მთლიანი ინვესტიციების 11.0%-ით.

საქართველოს მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს დგამს ინვესტიციების მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სექტორებში მოსაზიდად, რაც საშუალოვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს წმინდა ექსპორტით განპირობებული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და საგარეო მოწყვლადობის შემცირებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.