ძალიან მინდა, გუგავა შემოვიდეს პარლამენტში - იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერი

გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მისთვის სასურველია, თუ პარლამენტში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათლაშვილის მაგივრად, ამავე პარტიის წევრი გიორგი გუგავა შევა. 

„ძალიან მინდა, მაგალითად, იმ შემთხვევისთვის, თუ ბატონ შალვა ნათელაშვილს მანდატს ჩაუხსნიდნენ, გუგავა შემოვიდეს პარლამენტში. თანამშრომლობის კუთხით მისი შემოსვლა ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ გართობის კუთხით არ არის ცოტა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.