დღეს ილია დარჩიაშვილი ბუქარესტში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელებს შეხვდება

Darchiashvili

დღეს ბუქარესტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელებს შეხვდება.

ბუქარესტი მინისტერიალს მასპინძლობს, სადაც დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი პარტნიორებისთვის მხარდაჭერის გაზრდაზე საქართველოსთან, მოლდოვასთან და ბოსნია- ჰერცოგოვინასთან ერთად იმსჯელობს.

ნატო ადასტურებს ღია კარის პოლიტიკის მიმართ ერთგულებას და გაფართოებაზე საუბრისას ორგანიზაცია პროცესსზე მესამე ქვეყნის მხრიდან ვეტოს გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავს.

ნატოს გენმდივანმა მინისტერის პირველ დღეს საქართველოზე ისაუბა. ნატოში აცხადებენ, მიმდინარე ომმა იმ პარტნიორებისთვის დახმარების მნიშვნელობა გამოკვეთაა, რომლებიც სხვადასხვა ფორმით რუსეთიდან ზეწოლას განიცდიან.