ცნობილი ხდება ვანგას წინასწარმეტყველება 2027 წლისთვის
1789069590
დღეიდან, 22 იანვრიდან, NATO-მ დაიწყო ბოლო, თითქმის 40 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები Steadfast Defender 2024 (მტკიცე დამცველი 2024).
სწავლებაში, რომელიც მაისის ჩათვლით გაგრძელდება, მონაწილეობას მიიღებს NATO-ს 31-ვე წევრი სახელმწიფოს და წევრობის კანდიდატი შვედეთის 90 000-მდე სამხედრო. წვრთნების სცენარი მოიცავს კონფლიქტის სიმულაციას „პრაქტიკულად თანასწორ მეტოქესთან“.
Steadfast Defender 2024-ის ფარგლებში დაგეგმილი მანევრები მოიცავს ტერიტორიას ნორვეგიიდან რუმინეთამდე. წვრთნებში ჩაერთვება 50-ზე მეტი გემი, 80-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი და ვერტმფრენი, 133 ტანკი, 533 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და სხვა ტექნიკა.
სააგენტო dpa-ს ინფორმაციით, სწავლების სცენარით, რუსეთი NATO-ს წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოს თავს ესხმის, რის გამოც ალიანსი აამოქმედებს NATO-ს ხელშეკრულების მე-5 პუნქტს კოლექტიური თავდაცვის შესახებ.
ევროპაში NATO-ს გაერთიანებული ძალების მთავარსარდლის, კრისტოფერ კავოლის თანახმად, სწავლებით Steadfast Defender 2024 ალიანსი აჩვენებს, რომ უკიდურესი ჩრდილოეთიდან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპამდე, ნებისმიერ პირობებში შეუძლია რთული ოპერაციების ჩატარება ხმელეთზე, ზღვაში, ჰაერში, კიბერსივრცესა და კოსმოსში.
NATO-ში აცხადებენ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში უმსხვილესი წვრთნებით აჩვენებს ალიანსის ურყევ ერთგულებას კოლექტიური თავდაცვისადმი და უნარს, დაიცვას მოკავშირე სახელმწიფოების მილიარდი მოქალაქე.