davit qartvelishvili

დავით ქართველიშვილი - ყველას მის გასაგებ ენაზე უნდა ელაპარაკო, იფიქრა Давид Нехамов-მა და გუშინ შეკრებილ "აკერმან-იუგენდს" რა თქმა უნდა რუსულად მიმართა

თავის დროზე მან საკუთარი გვარის მნიშვნელობაშიც ვერ გაერკვია წესიერად, რაღაც არარუსული იყო თითქოს და ამიტომ გუგლ-თრანსლეითერში გაატარა სათავისოდ გასაგებ ენაზე. მისი ხავერდოვანი ხმის ტემბრის გაგონებაზე და რუსულ ენაზე მიღებულ გზავნილებზე, აქციონერებს ჩვეულებისამებრ, მეგაფონით საბჭოთა ჰიმნის ჩართვის სურვილმა აიტაცა, მაგრამ იმ ჯადოსნური ტელეფონის მფლობელი ქალბატონი ნაც/დეპუტატი აქციაზე არ ბრძანდებოდა - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი რადას დეპუტატის დავით არახამიას აქციის მონაწილეებისთვის გაკეთებულ ვიდეომიმართვას. 

„ ყველას მის გასაგებ ენაზე უნდა ელაპარაკო, იფიქრა Давид Нехамов-მა და გუშინ შეკრებილ "აკერმან-იუგენდს" რა თქმა უნდა რუსულად მიმართა, ვინაიდან საუბარი ევროინტეგრაციას ეხებოდა. აბსოლუტურად ლოგიკურია. თავის დროზე მან საკუთარი გვარის მნიშვნელობაშიც ვერ გაერკვია წესიერად, რაღაც არარუსული იყო თითქოს და ამიტომ გუგლ-თრანსლეითერში გაატარა სათავისოდ გასაგებ ენაზე. მისი ხავერდოვანი ხმის ტემბრის გაგონებაზე და რუსულ ენაზე მიღებულ გზავნილებზე, აქციონერებს ჩვეულებისამებრ, მეგაფონით საბჭოთა ჰიმნის ჩართვის სურვილმა აიტაცა, მაგრამ იმ ჯადოსნური ტელეფონის მფლობელი ქალბატონი ნაც/დეპუტატი აქციაზე არ ბრძანდებოდა. საუბრის ბოლოს Давид Нехамов-ი რაღაც უცხო ენაზე დაემშვიდობა მცირერიცხოვან მსმენელს, კარგად ვერ გაარჩიეს, რა უთხრა, რაღაცის და კიდო რაღაცის дидеба გაარჩიეს მხოლოდ...“ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.

მთავარი სიახლეები