დავით ქართველიშვილი: მთავარ არხად წოდებულმა „გებელს TV“-მ თემების დეფიციტის ფონზე გააზიარა სოციალურ ქსელში გავრცელებული, ირაკლი კობახიძისა და მისი პატარა ბავშვის ამსახველი ვიდეორგოლი

davit qartvelishvili

„გაშმაგებულ ნაცებს „გებელსმა“ სალანძღავად გემრიელი „ლუკმა“ გადმოუგდო და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენ ხანში აიღეს "მთავარი არხის" გვერდიდან ეს ვიდეო - გოიმობის, ბოროტების, სიბნელის, სიძულვილის და ტოტალური უნამუსობის გამოსავლენად, საკმარისი დრო გავიდა. ამიტომ ყრიხართ პოლიტიკურ სანაგვეზე და ამიტომ სძულხართ ქართველ ხალხს“, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო რგოლს ეხმიანება, სადაც ირაკლი კობახიძე მის არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფება. 

„დღეს მთავარ არხად წოდებულმა „გებელს TV“-მ თემების დეფიციტის ფონზე გააზიარა სოციალურ ქსელში გავრცელებული, ირაკლი კობახიძისა და მისი პატარა ბავშვის ამსახველი ვიდეორგოლი.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც ღვარძლიანმა, შეურაცხმყოფელმა და ბოროტების ენით დაწერილმა კომენტარებმა არასრულწლოვანი შვილისა და მისი მამის მისამართით - ამ ე.წ. ტელევიზიის სიძულვილის ლიმიტსაც გადააჭარბა, ეს ვიდეორგოლი აიღეს თავისი გვერდიდან. ცხოველთა სამყაროშიც კი არის რაღაც წითელი ხაზები და დაუწერელი ქცევის ნორმები, როდესაც გვალვის დროს წყალსაცავთან მისული მტაცებლები და მათი პოტენციური საკვები არ ერჩიან ერთმანეთს საერთო წყურვილის დაკმაყოფილებისას.

გენმოდიფიცირებულ ადამიანთა ანკლავში მსგავსი წესები არ მოქმედებენ მოწინააღმდეგის ბანაკის ოჯახის წევრებთან და მით უმეტეს, არასრულწლოვან ბავშვებთან მიმართებაშიც.

გაშმაგებულ ნაცებს „გებელსმა“ სალანძღავად გემრიელი „ლუკმა“ გადმოუგდო და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენ ხანში აიღეს „მთავარი არხის“ გვერდიდან ეს ვიდეო - გოიმობის, ბოროტების, სიბნელის, სიძულვილის და ტოტალური უნამუსობის გამოსავლენად, საკმარისი დრო გავიდა. ამიტომ ყრიხართ პოლიტიკურ სანაგვეზე და ამიტომ სძულხართ ქართველ ხალხს“, - წერს ქართველიშვილი.