დავით ქართველიშვილი დიპლომატიური პასპორტებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე: იგივე ადამიანები, თავისი სამოქალაქო პასპორტებით უპრობლემოდ შევლენ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში თუ კი ამის საჭიროება დადგა, სასაცილოდ იგდებენ თავს

დავით ქართველიშვილი

ეს იგივეა ჩემთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს აუკრძალონ ევროპაში წითელი ფერის ფეხსაცმლით შემოსვლა მაგრამ მწვანე ფერის ფეხსაცმლით შემოსვლა იყოს შესაძლებელი. იგივე ადამიანები, თავისი სამოქალაქო პასპორტებით უპრობლემოდ შევლენ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში თუ კი ამის საჭიროება დადგა, - ასე ეხმაურება „დღის ქრონიკასთან“ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას.

მისი თქმით, ევროკავშირი მსგავსი გადაწყვეტილებებით სასაცილოდ იგდებს თავს.

„ისინი უბრალოდ ვერ გაჩერდებიან თავის ანტიქართულ რიტორიკაში. უბრალოდ ამის უფლება არ აქვთ. იმიტომ, რომ 2021 წლიდან, განსაკუთრებით ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, როდესაც ყველაზე დიდი ზეწოლა იყო, როგორც ჩანს ევრობიუროკრატიაზე, ევროპარლამენტზე ჩვენ არა ერთი მსგავსი, არაფრის მომცემი ევრორეზოლუცია გვახსოვს თავისი აბსურდული მოთხოვნებით, რომელსაც ყოველ ჯერზე ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი. თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებშიც კი ევროკომისიამ პრაქტიკულ ჭრილში ეს რეკომენდაციები არასდროს გადაუყვანა. ის, რასთანაც გვაქვს ჩვენ დღეს საქმე - დიპლომატიური პასპორტების შეჩერება ევროლიბერალიზაციის კუთხით, ამაზე ლაპარაკობდნენ 2024 წელსაც, 2025 წელსაც და 2026 წელსაც და ამას არანაირი პრაქტიკული დანიშნულება და მნიშვნელობა ზეწოლის, რომ ჰქონდეს. ეს იგივეა ჩემთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს აუკრძალონ ევროპაში წითელი ფერის ფეხსაცმლით შემოსვლა მაგრამ მწვანე ფერის ფეხსაცმლით შემოსვლა იყოს შესაძლებელი. იგივე ადამიანები, თავისი სამოქალაქო პასპორტებით უპრობლემოდ შევლენ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში თუ კი ამის საჭიროება დადგა. სასაცილოდ იგდებს ეს ოდესღაც მართლაც მსოფლიო მოთამაშე თავს საქართველოსთან მიმართებით. ერთი მეორეზე სულ უფრო აბსურდულ და არაფრის მომცემ ნაბიჯებს მიმართავს“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.