მოსალოდნელია თოვლი, ტემპერატურა -1°-მდე დაეცემა!
1763062800
ევროპული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი უკვე ხვდება, რომ ამ ქვეყნების დემოკრატიული აღმშენებლობისა და წინსვლისთვის უდიდესი პრობლემები იქმნება თვითონ ამ ქვეყნების ხელისუფალთა მიერ - ევროკავშირის ჩინოსნების მიერ, სადაც ტყუილსა და მართალს ერთმანეთისგან ვეღარ გაარჩევ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
იგი Ipsos-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, აღნიშნული კვლევა ევროპელი საზოგადოების რეალობის ამსახველია.
„პროპაგანდირება მიდის მხოლოდ იმ გზითა და გეზით, რაც სჭირდება ევროკავშირის კონკრეტული მიზნების მისაღწევად და კონკრეტულ ქვეყნებს. ძალიან მკაფიო მაგალითს გეტყვით - როდესაც მოლდოვასა და უკრაინაზე ამბობენ, რომ ეს ორი ქვეყანა არის წარჩინებული დემოკრატიის აღმშნებლობაში და მიუახლოვდა ევროკავშირს ისე, რომ მათთვის პერსპექტივა გამოიკვეთა ევროკავშირში გაწევრიანების, ამ ტყუილს ხომ არავინ იჯერებს ევროპაში, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზოგადოებამ ზუსტად იცის და ხვდება, თუ როგორ კორუფციაშია ჩაფლული როგორც ერთი, ისე - მეორე ქვეყანა, სადაც არ არსებობს არანაირი გამჭვირვალობა, მედია პლურალიზმი და ასე შემდეგ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებულმა საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ დასავლეთის ამომრჩევლების თითქმის ნახევარი უკმაყოფილოა დემოკრატიის დონით და შიშობს, რომ მომავალში მას უფრო დიდი საფრთხეები დაემუქრება.