„ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1777320402
ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უმრავლესობა უზრუნველვყოთ იმ საკრებულოებში, სადაც ამ ეტაპზე არ გვაქვს უმრავლესობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, ეს მათი პოლიტიკური ამოცანა.
„ჩვენ ვთქვით თავის დროზე და ამას ყოველთვის ვიმეორებთ, რომ ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უმრავლესობა უზრუნველვყოთ იმ საკრებულოებში, სადაც ამ ეტაპზე არ გვაქვს უმრავლესობა. ბუნებრივია, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ამოცანა. რაც შეეხება არასწორ ციტირებას, ესეც იმ სპეკულაციების ნაწილია, რომლითაც ეს კონკრეტული პოლიტიკური ძალა გამოირჩევა, რაც ძალიან სამწუხარო და მიუღებელია“, - განაცხადა კობახიძემ.