„ყურადღება, მშობლებო!“ - პედიატრი მიმართვას ავრცელებს
1764614854
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილის ქმედება ეწინააღმდეგება "ლელოს" პოლიტიკური ბრძოლის ფორმებს, თუმცა მისი პარტია "მოქალაქეებთან" პოლიტიკურ ერთობას ინარჩუნებს.
მისივე თქმით, ALDE-ს წევრი არის "ლელოს", ხოლო ალეკო ელისაშვილს ALDE-სთან არანაირი შეხეა არ აქვს.
"ალეკო ელისაშვილის, როგორც ერთი ადამიანის ქმედება, რომელიც არის ერთია ადამიანის თავგანწირული, უკიდურესი და კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ჩვენთვის, ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის ფორმებისთვის არის მიუღებელი, თუმცა ადამიანური თანადგომა ალეკო ელისაშვილს, როგორც ჩვენს თანამებრძოლს, აქვს. მისი პარტია "მოქალაქეები" და ჩვენი პარტია "ლელო" ვრჩებით პოლიტიკურ ერთობაში. ჩვენ ვართ ALDE-ს წევრი, ალეკო ელისაშვილს არანაირი შეხება ALDE-სთან არ აქვს," - აცხადებს გიორგი სიორიძე.