ჩვენ უკრაინის მხარდასაჭერად ყველანაირი სოლიდარობა გამოვაცხადეთ, რაც შეგვიძლია - გია ვოლსკი

გია ვოლსკი

"ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვიტეს, ეს თემა სათავისოდ გამოიყენონ, რათა როგორმე, სიტუაცია ისე აირიოს, რომ პოლიტიკურ ზედაპირზე ამოყვინთვის შანსი გაუჩნდეთ", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. 

"მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ უკრაინის მხარდასაჭერად ყველანაირი სოლიდარობა გამოვაცხადეთ, რაც შეგვიძლია და საკმაოდ ბევრი შეგვიძლია, რაც არის ყველა საერთაშორისო ფორუმში ოფიციალური, პოლიტიკური მხარდაჭერა. არც ერთ ამ ფორუმში, რომელშიც მივიღეთ მონაწილეობა და პოზიცია ჩამოვაყალიბეთ, პოზიციის არქონას გვედავებოდა ოპოზიცია, "ნაციონალურ მოძრაობას მონაწილეობა არ მიუღია ",- განაცხადა ვოლსკიმ.