ჩახუნაშვილი: ჩვენ ნივთიერება არ გვიკვლევია. სულ რომ ლეგალურად დაშვებული იარაღი გამოეყენებინათ, ცხადყოფს, რომ ნებისმიერი ტოქსიური ნივთიერების ამ დოზით გამოყენება სადაც ბავშვები, ორსულები, მოხუცები არიან მრავლად, არ არის მიზანშეწონილი

კონსტანტინე ჩახუნაშვილ

ჩვენ ნივთიერება არ გვიკვლევია, - ამის შესახებ პედიატრმა, კონსტანტინე ჩახუნაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა, მას შემდეგ რაც ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა მის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით. 

ჩახუნაშვილი მოითხოვს, რომ მისი გამოკითხვა მაგისტრანტ მოსამართლესთან ჩატარდეს.

„გუშინდელი დაწყებული გამოძიება ეხმიანება - ერთი მხრივ, ეშინიათ ალბათ სანქციების და შესაბამისად, აჩვენებენ რომ რაღაც ტიპის გამოძიება დაიწყო, რაც უფლებამოსილების გადამეტებას და სავარაუდოდ შეიძლება იფიქრონ, რომ კიდევაც ვიღაც შეწირონ განტევების ვაცად და მეორე მხრივ, ემსახურება იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც რაღაც კონკრეტულ საქმეს აკეთებენ და მათ თვალში არ მოდის ეს, შესაბამისად უნდა შეაშინონ ადამიანები. ჩვენ ნივთიერება არ გვიკვლევია, თუმცა ნივთიერების მიუხედავად, ის მავნე ეფექტები, რაც გამოვლინდა სულ რომ ლეგალურად დაშვებული იარაღი გამოეყენებინათ, ცხადყოფს, რომ ნებისმიერი ტოქსიური ნივთიერების ამ დოზით გამოყენება და ისე გამოყენება, რომ ასე ვთქვათ, დასახლებული პუნქტი, სადაც ბავშვები, ორსულები, მოხუცები არიან მრავლად არ არის მიზანშეწონილი. 

ისინი ცდილობენ, რომ ჩვენ შიგნიდან, სისტემიდან, გამოსული ინფორმაცია დაგვაბრალონ, რომ მერე თავის ამომრჩეველს, რომელიც მწირი არის, მაგრამ მაინც ჰყავთ, მიყიდონ ეს ინფორმაცია, რომ ეს ხალხი მიკერძოებულია. შტრიხკოდით მერე დაადარეს რომელი იქნებოდა გამხსნელი, მერე გამხსნელი იპოვეს, იმიტომ რომ ერთი ნივთიერება არის და უკვე ის რაც არის ფხვნილი, ფხვნილი სავარაუდო აქროლადი ნივთიერება, რომელიც დასაშლელად შეიძლება გამოიყენო იყოს ეს ციანიდის ერთ-ერთი დერივატი.

ჩვენ მოვითხოვთ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოვიკითხოთ, დანარჩენს ვნახავთ.“- განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა. 

ცნობისთვის, BBC-იმ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.