ეს იყო ახალი მოგზაურობის დასაწყისი. მოწვევა თანდათან მეგობრობაში გადაიზარდა, ახლა კი... - ლიზა იასკო
1779566125
NATO-ს კარი ღიაა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში, NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება და ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ NATO-ს 30 წევრი ქვეყნისა და ასპირანტი სახელმწიფოების გადასაწყვეტია.
„2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები. მე თავადაც გახლდით ამ სამიტზე. მაშინ უფრო ახალგაზრდა ვიყავი და წარმოვადგენდი ნორვეგიას, როგორც პრემიერ-მინისტრი. ძალიან კარგად მახსოვს ეს გადაწყვეტილებები და ჩვენ მათ დღესაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს. NATO-ს კარი ღიაა და ჩვენ ამის დემონსტრირება მოვახდინეთ, როდესაც მივეცით საშუალება მონტენეგროს და ჩრდილოეთ მაკედონიას, გამხდარიყვნენ NATO-ს წევრები. და ეს მოხდა რუსეთის პროტესტის მიუხედავად. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება და NATO-ში გაწევრიანება მხოლოდ NATO-ს 30 წევრი ქვეყნისა და ასპირანტი სახელმწიფოების გადასაწყვეტია. ახლა პუტინი შეიჭრა უკრაინაში და ამბობდა, რომ მას სურს, ნატო რუსეთის საზღვრებთან ნაკლებად იყოს წარმოდგენილი. რეალურად კი, მან საწინააღმდეგო მიიღო – ნატო-ს ძალები უფრო მეტად არიან წარმოდგენილი ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე. ამასთან ერთად, ფინეთი და შვედეთი გახდებიან ნატო-ს წევრები. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ NATO-ს კარი ღიაა. ეს ვაჩვენეთ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც“, – აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.