ელ-ნინიო უკვე აქ არის ! - მისი გავლენა შესაძლოა უპრეცედენტო აღმოჩნდეს
1784404642
ბევრად უფრო რთულ მდგომარეობაში შეგვინარჩუნებია ამ ქვეყანაში სტაბილურობა და ვპირდებით საზოგადოებას, რომ არავის მივცემთ სხვა სცენარით ქვეყანაში პროცესების განვითარების შესაძლებლობას, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, არის თუ არა რეალური ოპოზიციის შეხვედრების პროცესების ქუჩაში გადასვლა.
„ქუჩაში გადასვლის რესურსი არ არსებობს. ჩვენ მთავარია უზრუნველვყოთ ქვეყნის სტაბილურობა, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებლები. ჩვენ მოვახერხეთ მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრად უფრო რთულ მდგომარეობაში შეგვენარჩუნებინა ამ ქვეყანაში სტაბილურობა და ვპირდებით საზოგადოებას, რომ არავის მივცემთ სხვა სცენარით ქვეყანაში პროცესების განვითარების შესაძლებლობას“,- აღნიშნა კობახიძემ.