პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ Credit Suisse-ის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ლაშა კალანდაძე Facebook-ზე წერს.
"ინფორმაციისთვის: რამდენიმე წუთის წინ ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის სააპელაციო საჩივარი;უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ," - წერს ლაშა კალანდაძე.