ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას დაადასტურებს და ბეჭედს დაუსვამს რუსთავის საზოგადოება - მამუკა მდინარაძე

mamuka mdinaraZe

ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას ბეჭედს დაუსვამს რუსთავის საზოგადოება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისა განაცხადა.

„დავაკვირდეთ, დაუჭერს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა" მხარს ბადრი ჯაფარიძეს, მე მგონია, რომ დაუჭერს, რადგან ეს ერთი ორგანიზმია და აქედან გამომდინარე მაქვს ეს ვარაუდი. ამ შემთხვევაში, მისი წარმატება ნულის ტოლი იქნება, რადგან ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და თუკი სხვა ოპოზიციური პარტიებიც დააყენებენ კანდიდატს, ნულს ქვევით იქნება მისი წარმატების შანსი. ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს და ბეჭედს დაუსვამს რუსთავის საზოგადოება და საბოლოო განაჩენი მათ შორის პოლიტიკური იქნება რუსთავის მოსახლეობის მხრიდან მის მიმართ", - განაცხადა მდინარაძემ.