ასლან ბჟანია ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკის და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას მხარს უჭერს

ასლან ბჟანია

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები "დამოუკიდებელ" რესპუბლიკებად აღიარა.

გადაწყვეტილებას მხარს უჭერს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია.

ასლან ბჟანია, რომლის განცხადებასაც მისი ე.წ. ადმინისტრაცია ავრცელებს, ამბობს რომ "ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას". ბჟანია ასევე მიიჩნევს, რომ პუტინმა "სამართლიანი" გადაწყვეტილება მიიღო:

„გვჯერა, რომ რუსეთის მიერ დონბასის რესპუბლიკების აღიარების გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს უფრო სამართლიანი და დაბალანსებული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა მან.

რუსეთის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება დაგმო ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა და ნატომ.

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა საქართველოშიც, როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან.

✕