მოსალოდნელია თოვლი, ტემპერატურა -1°-მდე დაეცემა!
1763062800
გიორგი გახარიასთვის პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდებაზე, მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.
"საკუთარი თვალით ვიხილეთ ყველამ შესაბამისი მოქმედებები. ეს ყველაფერი ძალიან დეტალურად არის გადმოცემული პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნაში. ასევე, საგულისხმოა, რომ არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმასთან მიმართებით, რომ საქართველოს ფაქტობრივად დაევალა ხელმეორედ გამოძიება, რომ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ყოფილიყო საბოლოოდ გარკვეული. დანარჩენი უკვე არის გამოძიებისა და სასამართლოს საქმე," - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
გიორგი გახარიას 20 ივნისის ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. გერმანიაში ემიგრირებულ ექს-პრემიერს პროკურატურა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. მანამდე გახარიას პატიმრობა შეეფარდა ჩორჩანას ეპიზოდზეც. ორივე საქმეზე ყოფილ პრემიერს პროკურატურამ ბრალი ორი დღის წინ წარუდგინა.