1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
იქნება თუ არა თაკო ჩარკვიანი კოალიცია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" სიაში - ამასთან დაკავშირებით, თავად თაკო ჩარკვიანმა "დღის კურიერში" ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. მისი განმარტებით, ამასთან დაკავშირებით საუბრები არის, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ჩარკვიანის განცხადებით, არ დაუშვებს ისეთ პარტიასთან ყოფნას, სადაც ეჭვი შემეპარება, რომ ისინი კვლავ არ აპირებენ სამართლებრივი ცვლილების გაკეთებას.
"მე, ადამიანი, რომელიც ოპოზიციაში ვიყავი, არაფრით არ დავუშვებ ისეთ პარტიასთან ვიყო, სადაც ეჭვი შემეპარება, რომ ისინი კვლავ არ აპირებენ სამართლებრივი ცვლილების გაკეთებას. მე 2018 წლიდან არ დავძრულვარ და არსად არ წავსულვარ, რადგან ყველაფერზე თანხმობა მივიღე, როდესაც წავაყენე პროექტი რეფორმირებული სამართლებრივი სისტემისა. მე სააკაშვილთან საგარეო პოლიტიკა ყოველთვის მომწონდა. არის ამაზე საუბარი ["ნაციონალური მოძრაობის" სიაში ყოფნაზე] არის. მე ვესწრები "ნაციონალური მოძრაობის" შეხვედრებს და მე ბოლომდე ბრძოლაში ვიქნები, სანამ მიშა არ გამოვა ციხიდან. ძალიან მეცოდება, რადგან საზიზღრად უღალატეს და ის ყველაზე ნიჭიერი, კეთილშობილი და მასშტაბური კაცია. მოვა დრო და თქვენ ისეთ ნიუანსებს ნახავთ, რომ მას ბევრი რამ მოუწყვეს", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.