არჩილ თალაკვაძის განცხადებით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწევთ, აგვისტოს ომის დროს ჩადენილ ქმედებებზე პასუხი აგონ

არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწევთ, აგვისტოს ომის დროს ჩადენილ ქმედებებზე პასუხი აგონ.

„ამბობენ, რომ სამართალი ურმით დადის, მაგრამ ურემიც მიდის ბოლოს და ბოლოს დანიშნულების ადგილზე. რაც არ უნდა სცადონ პოლიტიკას, ჟურნალისტიკას თუ არასამთავრობო სექტორს ამოფარებულმა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მანიპულაციით გადაფარონ ის, რაც გააკეთეს აგვისტოს ომის დროს, როდესაც საკუთარი მოსახლეობა მიატოვეს, საკუთარი ჯარი მიატოვეს, როდესაც ჩააბარეს ასობით ქართული სოფელი რუსეთს და ოკუპაციისთვის გაწირეს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე მათ მოუწევთ პასუხის გაცემა“, - განაცხადა თალაკვაძემ.