არჩილ გორდულაძე: ეს პირი არის „ლელოს“ თანამებრძოლი, ხოლო „ლელო“ არის „ალდეს“ წევრი. მაშინ გამოდის, რომ „ალდეს“ თანამებრძოლია ალეკო ელისაშვილი, რომელსაც ტერორისტულ დანაშაულში ედება ბრალი

არჩილ გორდულაძე

ეს პირი არის „ლელოს“ თანამებრძოლი, ხოლო „ლელო“ არის „ალდეს“ წევრი. მაშინ გამოდის, რომ „ალდეს“ თანამებრძოლია ალეკო ელისაშვილი, რომელსაც ტერორისტულ დანაშაულში ედება ბრალი, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძის თქმით, ახლა კეთილი ინებოს და „ალდემ“ გასცეს პასუხი ერთ მარტივ კითხვას, რატომ უჭერენ მხარს თავიანთი დუმილით ტერორისტული აქტის ჩამდენ პირს.

„ეს პირი არის „ლელოს“ თანამებრძოლი, ხოლო „ლელო“ არის „ალდეს“ წევრი. მაშინ გამოდის, რომ „ალდეს“ თანამებრძოლია ალეკო ელისაშვილი, რომელსაც ტერორისტულ დანაშაულში ედება ბრალი. ახლა კეთილი ინებოს და „ალდემ“ გასცეს პასუხი ერთ მარტივ კითხვას, მათ შორის, რომელთან დაკავშირებითაც უცხოეთშიც არსებობს შესაბამისი კითხვები, რატომ უჭერენ მხარს თავიანთი დუმილით ტერორისტული აქტის ჩამდენ პირს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

„ალდე“, იგივე „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი,“ რომლის წევრიც „ლელოა“, ჯერ ისევ დუმს და არაფერს ამბობს ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულზე. „ალდეს“ დუმილი პარლამენტის თავმჯდომარისთვის იმის აღიარებაა, რომ პოლიტიკური ალიანსი ტერორისტთან თანამშრომლობს.