VIDEo: „რაფერ ბედავს მაგას მაი?!...“ - დაკავებულები არიან "კვერცხა", "კვატია", "გოტო"
1742884603
ვწუხვართ, რომ ჩვენი პროგნოზი ახდა, მაგრამ ჩვენ ჩვენს თავზე უნდა ვიფიქროთ, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პოსტს „პრაიმთაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:
„არასდროს, არანაირი ომი არ შეიძლება იყოს სიკეთე. ვწუხვართ, რომ ჩვენი პროგნოზი ახდა, მაგრამ ჩვენ ჩვენს თავზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ ამ ვითარებაში უნდა გადავრჩეთ!!! ჩვენ არ უნდა შეგვეხოს ეს ომი და აქ ომმა არ უნდა გადმოინაცვლოს, ამიტომ სიჩუმე! არანაირი განცხადებები, რომლებმაც შეიძლება ჩვენ ომში ჩაგვითრიოს, არაა საჭირო! ხელისუფლებას ვურჩევ დუმილს! ნუ უსწრებთ განცხადებებით მთელ მსოფლიოს.
P.S. ისე, ამ ვიდეოს 20 წუთის წინ რომ აზიარებენ, რა ჰგონიათ, 2 დღეში აზრი შემეცვალა? ამ 2 დღეში, სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი გამართლდა. დაიწყო ეს ომი! და ახლა ჩვენი ქვეყნის გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ,“ - წერს ირმა ინაშვილი.
შეგახსენებთ, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ, ომი ოფიციალურად გამოაცხადა.